მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი მოუვლელია

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი მოუვლელია

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე არსებული პალმების ხეივანი მოუვლელია.

ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობას დიდი ხანია, პალმების ფორმირება არ მოუხდენია, შესაბამისად ძველი, გამხმარი ტოტები და ახალი მწვანე ტოტები ერთმანეთშია გახლართული.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა გურული ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება პალმების მოვლაზე უარს აცხადებს, ის თანაქალაქელებთან ერთად იზრუნებს პალმების ფორმირებაზე.

ქუთაისში აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2010 წელს მოხდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ადგილზე, კილომეტრნახევრიან ზოლზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ხეები გაჩეხა, პერიმეტრზე კი, 300 ძირი ვაშინგტონის ჯიშის პალმები დარგო და ქუჩას პალმების ხეივანი ეწოდა.

ასევე მოხდა განათებების მონტაჟი და პალმების განათება, ეს სივრცე ქუთაისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად და ტურისტებისათვის საყვარელ ადგილად იქცა. ასევე 2010 წლის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ველო-ბილიკების მოწყობა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ფარგლებში, იმ დროისთვის ქუთაისში ველო-სპორტი პოპულარულ გართობის საშუალებად იქცა.

კომენტარები