მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს დენმა დაარტყა.

შემთხვევა ჰიპერმარკეტების ქსელ “გორგიას” მიმდებარე ტერიტორიასთან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა.

“ახალგაზრდამ კისრის არეში მიიღო დამწვრობა. შემთხვევით გადარჩენილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით გამოსაკვლევად გადაიყვანეს”, – აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

წყარო: რიონი

კომენტარები