მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებმა და ბენეფიციარების მშობლებმა ქალაქის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

დღის ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარების მშობლები უსაფრთოხების გარანტიებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად სარეაბილიტაციო ცენტრთან შეიკრიბნენ, ამის შემდეგ კი ფეხით მსვლელობა ქუთაისის მერიის მიმართულებით მოაწყვეს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომელს ადგილზე მცხოვრები მამაკაცი ნაჯახით გამოეკიდა.

ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელს მანქანა ქუჩაზე ადგილობრივის სახლის მიმდებარედ ჰყავდა გაჩერებული. ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებმა პირმა, პროტესტის ნიშნად ცენტრის თანამშრომელს ბლაგვი საგანი მოუქნია.

კომენტარები