მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები და მშობლები უსაფრთოხების გარანტიებს ითხოვენ

ქუთაისში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები და მშობლები უსაფრთოხების გარანტიებს ითხოვენ

ქუთაისში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის წინ აქცია მიმდინარეობს. დღის ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარების მშობლები უსაფრთოხების გარანტიებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთში ფეხით მსვლელობას ქუთაისის მერიის მიმართულებით გამართავენ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომელს ადგილზე მცხოვრები მამაკაცი ნაჯახით გამოეკიდა.

ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელს მანქანა ქუჩაზე ადგილობრივის სახლის მიმდებარედ ჰყავდა გაჩერებული. ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებმა პირმა, პროტესტის ნიშნად ცენტრის თანამშრომელს ბლაგვი საგანი მოუქნია.

კომენტარები