მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, ბალახვნის ხიდზე ბორჯღალოები მოიპარეს

ქუთაისში, ბალახვნის ხიდზე ბორჯღალოები მოიპარეს

ქუთაისში, ბალახვნის ხიდის რკინის ორნამენტები, ბორჯღალოები მოიპარეს. ადგილობრივები შესაბამის უწყებებს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“ოთხი დღის წინ დავდე პოსტი ბალახვნის ხიდის შესახებ, სადაც მოგლეჯილი იყო სახელურები და ქვემოთ ბორჯღალოები მორყეული. გამოვთქვი ვარაუდი, რომ ისინი მოსაპარად იყო გამზადებული და დღეს უკვე, 2 ბორჯღალი გამქრალია. ვეცადე მერიის სამსახურისთვის მიმეწვდინა ხმა, მაგრამ ჩემი წერილი არ გაიგზავნა. ვისაც ხელი მიგიწვდებათ, იქნებ გააგებინოთ ეს მდგომარეობა. დაინგრევა ეს ლამაზი ხიდი”, – წერს სოციალურ ქსელში რუსუდან მიქაუტაძე.

ქუთაისში მოსახლეობა გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. ცოტა ხნის წინ გაქურდეს საფლავები და ასევე ათეულობით ავტომობილი.

კომენტარები