მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, გაპონოვის #3-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, გაპონოვის #3-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, გაპონოვის #3-ში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

შენობის ნაწილი 2 თვის წინ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა, იმის შემდეგ კი ადგილობრივებს ცხოვრება შიშის ფონზე უწევთ.

იქედან გამომდინარე, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, ადგილობრივებს მისი თვითნებური გარემონტების უფლება არ აქვთ, ხელისუფლებამ კი სიცოცხლისთვის საშიში სახლის რეაბილიტაციისთვის თანხები ამ დრომდე ვერ მოიძია.

ადგილობრივების თქმით, ქუთაისის მერი მათ 2500-ლარიან დახმარებებს დაპირდათ, თუმცა დაპირებულის ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარი მიიღეს.

კომენტარები