მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, “დახმარების ეროვნულმა ფონდმა” ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა

ქუთაისში, “დახმარების ეროვნულმა ფონდმა” ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა

ქუთაისში, “დახმარების ეროვნულმა ფონდმა” საქმიანობათა ცენტრის ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა.

ფონდმა 100-მდე ხანდაზმული რესტორან “ქალაქურში” შეკრიბა და სადღესასწაულო სადილი მოუწყო.

ღონისძიებაზე ბენეფიციარებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

“ძალიან ბედნიერი დღევანდელი დღით. მიხარია, რომ ჩვენი ასაკის მიუხედავად არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც ვახსოვართ და მუდამ გვერდით არიან. ძალიან ლამაზი დღე გვაჩუქეს,”- აცხადებს ერთ-ერთი ხანდაზმული.

კომენტარები