მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში დნიპროს დახმარების ჯგუფი “ქუთაისი დნიპროსთვის“ შეიქმნა

ქუთაისში დნიპროს დახმარების ჯგუფი “ქუთაისი დნიპროსთვის“ შეიქმნა

ქუთაისში უკრაინის ქალაქ დნიპროს დახმარების ჯგუფი “ქუთაისი დნიპროსთვის” შეიქმნა.

დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისელებს დახმარების თხოვნით და ომის დროს გაწყვეტილი კავშირის აღდგენით მიმართა, რასაც ქუთაისელების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დახმარების ჯგუფი დნიპროს მერიასთან პირდაპირი კომუნიკაციით შეძლებს საჭიროებებიდან გამომდინარე ორგანიზება გაუკეთოს დახმარების შეგროვებასა და გაგზავნას.

“საჭიროა ყველა ძალისა და რესურსის გაერთიანება. ერთად ბევრს შევძლებთ“, – აცხადებენ “ქუთაისი დნიპროსთვის” საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

დნიპრო ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია და წლების მეგობრობა აკავშირებს.

კომენტარები