მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გრძელდება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილების თქმით, ქვეყნის არჩევანი ევროპაა.

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა, 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა, მათ შორის აალებადი საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

კომენტარები