მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ერთ ღამეში 14-მდე მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში ერთ ღამეში 14-მდე მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, ერთ ღამეში ქალაქის მასშტაბით 14-მდე მაღაზია გაქურდეს.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სასურსათო ობიექტებიდან თანხა, თამბაქო და ტკბილეული წაიღეს.

ჯერჯერობით უცნობია, სხვადასხვა მაღაზიების გაქურდვა ერთი და იგივე პირების მიერ არის თუ არა ჩადენილი.

საგამოძიებო მოქმედებები გაქურდულ ობიექტებთან ამ დრომდე მიმდინარეობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ქუთაისში ერთ ღამეში 6 მაღაზიაა გაქურდული.

ქუთაისში გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე ადგილობრივები საუბრობენ.

 

კომენტარები