მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ექიმებისა და ექთნების აქცია გაიმართება

ქუთაისში ექიმებისა და ექთნების აქცია გაიმართება

6 აპრილს, 14:00 საათზე, ქუთაისში ექთნებისა და ექიმების აქცია გაიმართება.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ოთარ ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების 100-მდე მედმუშაკი ხელფასების გაზრდას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალი ორი კვირის წინ აქციის გამართვას დავალიანების დაფარვის მოთხოვნითაც გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ რაც აქცია “ინფო იმერეთზე” დაანონსდა, მათ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ აქცია არ გამართონ და გასული თვეების ანაზღაურებას უახლოეს პერიოდში მიიღებდნენ.

კომენტარები