ქუთაისში, ისტორიულ თეთრ ხიდზე ლითონის ფირფიტები დაზიანდა.
ადგილობრივების თქმით, ხიდზე განთავსებული რკინის ფილები დამაგრებული აღარ არის.
მოსახლეობის თქმით, ხიდზე მოძრაობა სახიფათოა.
“თეთრ ხიდზე ფილების ჭრაჭუნ-ტკაცუნი სავალალო მდგომარეობას გამოიწვევს, ლითონის ფურცლები ძალიან აწეულია, რამდენიმე ღერი ელექტროდი უნდა ალბათ”,- წერს ადგილობრივი სოციალურ ქსელში.
“თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია 2018 წელს განხორციელდა. ქუთაისის მერიამ ხიდი ისე გახსნა, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. ხარვეზებმა თავი მალევე იჩინა, რის გამოც მერიას დღემდე ხშირად აკრიტიკებენ. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ალმა რუსს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და დააჯარიმა.
კომენტარები