მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მამაკაცმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

ქუთაისში მამაკაცმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.

“მოკლედ ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და აშ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია, არც გამიგია:)

ესეიგი ტიპი დათვრა და დიდ ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად, არა არ მოგესმათ, ხო, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად.

ახლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო.

მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი:)”, – წერს ადვოკატი.

ფაქტზე პოლიციამ ორი პირი მალევე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები