მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მამაკაცს ყურიდან მცენარეული ნარჩენები ამოუღეს

ქუთაისში მამაკაცს ყურიდან მცენარეული ნარჩენები ამოუღეს

ქუთაისში მამაკაცს ყურიდან უცხო სხეულები ამოუღეს. შემთხვევა კლინიკა “გიდში” მოხდა.

სამედიცინო დაწესებულების ექიმმა პაციენტს, რომელმაც კლინიკას ყურის ტკივილების ჩივილით მიმართა, სასმენი აპარატიდან მცენარეული ნარჩენები ამოუღო.

“კლინიკა “გიდს” შუახნის მამაკაცმა ყურის ტკივილის ჩივილებით მიმართა. ექიმმა ოტორინოლარინგოლოგმა სალომე ჯანგავაძემ პაციენტის ყურის სამედიცინო დათვალიერების შედეგად, ყურში უცხო სხეულები შენიშნა და შესაბამისი მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, მამაკაცის ყურიდან მცენარეული ნარჩენები ამოიღო.

პაციენტი ვერ იხსენებს როდის, სად და რამდენი ხნის წინ შეიძლებოდა მცენარეული ნარჩენები მის სასმენ აპარატში მოხვედრილიყო.

მამაკაცი თავს შესანიშნავად გრძნობს და ექიმის დანიშნულებით მკურნალობას ბინაზე აგრძელებს”, -აცხადებენ კლინიკაში.

კომენტარები