მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მაღაზიის დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისში მაღაზიის დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელ “ფემილის” ერთ-ერთ ფილიალში უცნობი პირები დაცვის თანამშრომელს სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც დაშავებულის სამედიცინო დაწყებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მაღაზიის თანამშრომლების თქმით, რომ სამი უცნობი პირი დაწესებულებაში გვიან ღამით შევიდა. მათ დაცვის თანამშრომელს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი  ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ღამის საათებში მოვიდა სამი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი და სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა მოხდა ჩვენს დაცვის თანამშრომელზე. თავის და გვერდის მიდამოებში შეიმჩნევა კვალი, ძირს იყო დაცემული და ზეწოლა ხდებოდა სამი ადამიანისგან”,- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

მაღაზიის მენეჯერის თქმით, დაშავებული დაცვის თანამშრომელი პირველად დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

“შემოვიდა 3 პირისგან შემდგარი ჯგუფი თუ ბანდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კერძო დაცვას. სამმა კაცმა ეს ადამიანი დააგორეს და უმოწყალოდ სცემეს. დაზიანებები აქვს თავის არეში, სასტიკად არის ნაცემი. ამას შეესწრო არაერთი ადამიანი”,- ამბობს ის.

კომენტარები