მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მედპერსონალი აქციისთვის ემზადება (განახლება)

ქუთაისში მედპერსონალი აქციისთვის ემზადება (განახლება)

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალი აქციისთვის ემზადება.

დაგვიანებული ხელფასების სასწრაფოდ ჩარიცხვის მოთხოვნით აქცია სამედიცინო დაწესებულების ეზოში ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მათივე თქმით, მედპერსონალს ხელფასი უკვე რამდენიმე თვეა, არ აუღია.

განახლება: მედპერსონალის თქმით, ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე მათ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ აქცია არ გამართონ და გასული თვეების ანაზღაურებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების თქმით, ამ ეტაპზე ისინი აქციის გამართვის საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

 

კომენტარები