ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის გვერდით არსებული სკვერი გაუთიბავია.
საბა კლდიაშვილის სახელობის სკვერში გარკვეულ ადგილებზე ბალახი ნახევარ მეტრს აღწევს.
ადგილობრივების თქმით, ეს სკვერი ტურისტების თავშეყრის ადგილია, შესაბამისად მერიამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.
კომენტარები