მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო

ქუთაისში, ქალაქის მთავარ მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო.

ახალ წელს ქალაქს ახალი ნაძვის ხე უნდა ჰქონდეს, რომლის შესყიდვის მიზნით ქუთაისის ბიუჯეტიდან 155 000 ლარი დაიხარჯა.

“თბილისში ნაძვის ხე უკვე დადგეს და აანთეს, აქ კიდევ ახლა აწყობენ. ფული დახარჯეს და დროულად მაინც აეწყოთ და გაენათებიათ”, – აცხადებს ადგილობრივი ნელი მანაგაძე.

სახელმწიფო შესწყიდვების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 16 მეტრი იქნება.

კომენტარები