მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, მიტოვებულ სარდაფში მყოფ მოხუცს კლინიკები არ იღებდნენ (Video)

ქუთაისში, მიტოვებულ სარდაფში მყოფ მოხუცს კლინიკები არ იღებდნენ (Video)

ქუთაისში, ღია ცის ქვეშ მცხოვრებ ხანდაზმულ ქალს, რომელიც ერთ-ერთი სარდაფის ჩასასვლელში ცხოვრობდა, არცერთი საავადმყოფო არ იღებდა, რადგან ის კოვიდდადებითი იყო.

სოციალურად დაუცველი ქალი, რომელიც ძაღლებთან ერთად ცხოვრობდა, სამოქალაქო აქტივისტებს ღამის განმავლობაში სხვადასხვა კლინიკებში დაჰყავდათ, ბოლოს კი სენაკის სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანეს.

“ყველასგან მიტოვებული იყო, გადაყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შეამოწმებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შემდეგ კი გადაიყვანებენ ბანოჯაში არსებულ თავშესაფარში. ეს ყველაფერი საზოგადოების აქტიურობის დამსახურება. ხელისუფლებას მინდა მივმართო, თავი დაანებეთ საკუთარ კომფორტზე ზრუნვას და გაჭირვებულ ადამანებზე იზრუნეთ. ერთგული ძაღლები წამითაც არ ტოვებდნენ ბებოს”, – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს წევრი თედო მესხი.

სოციალურ ქსელში გუშინ ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ მოხუცი ქალი ღია ცის ქვეშ ძაღლებთან ერთად, მიტოვებულ სარდაფში იყო ჩავარდნილი და იქედან ამოსვლას ვერ ახერხებდა.

კომენტარები