მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს (Video)

ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს (Video)

ქუთაისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ.

ისინი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

“შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ მესამე პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გათავისუფლება. ქვეყანაში აქციები არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება. ამასთან, ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს, რადგან არჩევნები გაყალბდა და რეალურად ოპოზიციამ გაიმარჯვა” , – განაცხადა გიგა შუშანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საპატიმროში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობდა, ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალაში იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/infoimereti.com.ge/videos/200488832286926

კომენტარები