მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მოქალაქემ თანხა იპოვა და დაზარალებულს ეძებს

ქუთაისში მოქალაქემ თანხა იპოვა და დაზარალებულს ეძებს

მოქალაქემ ქუთაისში, ტაბიძის და აღმაშენებლის კვეთასთან თანხა იპოვა და დაზარალებულს ეძებს.

როგორ ანა-მარია კომახიძე სოციალურ ქსელში წერს, ნაპოვნი თანხა პოლიციას გადასცა.

“დღეს ვიპოვე თანხა, ტაბიძის და აღმაშენებლის კვეთასთან.

თუ “საქართველოს ბანკის” აპარატზე ჩარიცხე თანხა და არ აგესახა ან დაკარგული გგონია, შენი თანხა მე გადავეცი პოლიციას და გელოდებიან. თანხის ოდენობას არ დავწერ, თავად დაუსახელეთ პოლიციას ადგილზე”, – წერს მოქალაქე.

კომენტარები