მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში პაციენტი გადაარჩინეს, რომელსაც სასუნთქ მილში ქათმის ძვალი გაეჩხირა

ქუთაისში პაციენტი გადაარჩინეს, რომელსაც სასუნთქ მილში ქათმის ძვალი გაეჩხირა

ქუთაისში სამედიცინი დაწესებულებაში პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

როგორც კლინიკა “ბომონდში” აცხადებენ, პრობლემის მიზეზი ტრაქეაში მოხვედრილი ქათმის ძვალი იყო.

“პაციენტის მდგომარეობა ამგვარად ფასდებოდა: მძიმე დესატურირებული ჰიპოქსიურ ენეფალოპათიაში მყოფი. ნაცდელი იქნა უცხო სხეულის ამოღება ტრაქეადან ბრონქოსკოპის საშუალებით, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რასაც ძვლის სანათურში მდებარეობა იწვევდა. გადაწყვეტილი იქნა უცხო სხეულის მოცილება ინვაზიური მეთოდით. ტრაქეიდან მიდგომით, ოპერაციული გზით ამოღებული იქნა აღნიშნული ძვალი.

აღნიშნული მანიპულაციის შემდგომ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია”, – ამბობს “კლინიკა ბომონდის” რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ტარიელ კუხიანიძე.

კომენტარები