მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში პედაგოგს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ქუთაისში პედაგოგს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ქუთაისში პედაგოგს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ინფორმაციას ვიდეოსთან ერთად სოციალურ ქსელში მშობელი აქვეყნებს.

მისი თქმით, ქუთაისის მე-6 სკოლაში, ისტორიის პედაგოგი ბავშვს გაკვეთილის მსვლელობისას ფიზიკურად ეხება.

ძალადობის ფაქტს სკოლის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ სიტყვიერ შენიშვნას და ფიზიკურ შეხებას ადგილი ჰქონდა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია რესურსცენტრი, დაწყებულია მოკვლევა.

შესწავლამდე მასწავლებელს გაკვეთილზე დასწრების უფლება არ მიეცემა.

კომენტარები