მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაზიანების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი დავით ჯანაშია აცხადებს, პაციენტებს დაზიანებები ძირითადად ხელის მტევნის არეში აღენიშნებოდათ.

მისივე თქმით, დაშავებულთა შორის იყვნენ როგორც არასრულწლოვნები, ასევე მოზრდილები.

„ერთი შემთხვევა იყო საკმაოდ მძიმე, თითების შენარჩუნება თითქმის ყველაგან შევძელით“, -აღნიშნა ჯანაშიამ.

ექიმის თქმით, პიროტექნიკით დაზიანებულთა სტატისტიკა წინა წელთან შედარებით ფაქტობრივად იგივეა.

კომენტარები