მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისში, რესტორან “ამირანში” სტუმრები სწრაფი ტესტის ჩატარებას ადგილზევე უფასოდ შეძლებენ

ქუთაისში, რესტორან “ამირანში” სტუმრები სწრაფი ტესტის ჩატარებას ადგილზევე უფასოდ შეძლებენ

ქუთაისში, რესტორანი “ამირანი” მომხმარებლებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს.

რესტორნის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, “მწვანე პასპორტის” არქონა საყვარელ გარემოში სტუმრობისათვის დაბრკოლება აღარ იქნება, რადგან “ამირანში” დღის განმავლობაში პროფესიონალთა ჯგუფი იმუშავებს და კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის ჩატარება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ტესტის პასუხის საფუძველზე მოქალაქეები რესტორანში სტუმრობას ჩვეულებრივად შეძლებენ, სადაც მათ ტრადიციულად სასიამოვნოდ გაუმასპინძლდებიან.

წინასწარი ჯავშნისთვის შესაძლებელია დარეკვა ნომერზე – (+995)555 272526

კომენტარები