ქუთაისში, რუსთაველის 110 ნომერში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
“ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ დილით ადგილზე მისულ მაღაზიის თანამშრომლებს აპარატი აღარ დახვდათ.
“აქ იყო და აღარ დგას”, – ამბობენ ადგილზე.
შემთხვების ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებულია პოლიცია.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთს სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნული პირები უკვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 19/177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარები