მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში საახალწლო პროგრამა 24 დეკემბრიდან დაიწყება

ქუთაისში საახალწლო პროგრამა 24 დეკემბრიდან დაიწყება

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

24 დეკემბერს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო პროგრამის დაწყების აღნიშვნა 15:00 საათზე დაიწყება და ღამით ფოიერვერკით დასრულდება.

საახალწლო პროგრამის განრიგი ასეთია:

– 15:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი

– 15:00 – 20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

– 15:00-20:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა.

– ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

– 16:00-17:30 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი

– 18:30-19:20 – ნიკო ქაჯაია

– 20:00 – მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება

– 20:15-21:00 – ჯგუფი “New One”

– 21:00 – საზეიმო ფოიერვერკი

კომენტარები