მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური შესაძლოა, გაორმაგდეს

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური შესაძლოა, გაორმაგდეს

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური შესაძლოა, გაძვირდეს.

ხვალ საკრებულოში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც მუნიციპალური ტრანსპორტის ღირებულების გაორმაგებასა და პარგინგ-სერვისის გაძვირებაზე იმსჯელებენ.

ინიციატორი ქუთაისის მერია, საკრებულოში უმრავლესობას კი “ქართული ოცნება” წარმოადგენს, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ინიციატივა დამტკიცდება და ქუთაისში ტრანსპორტის ღირებულება 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდება.

ქუთაისში მოსახლეობა მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს.

კომენტარები