მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შენიშვნის გამო მამაკაცმა ქალს სცემა

ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შენიშვნის გამო მამაკაცმა ქალს სცემა

ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრმა მგზავრს სცემა.

შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, #25 ავტობუსში მოხდა.

თვითმხილველები “ინფო იმერეთთან” აცხადებენ, რომ მამაკაცი ტელეფონზე უწმაწური სიტყვებით საუბრობდა, რაზეც გოგონებმა შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც მამაკაცი გაღიზიანდა და ქალს სახეში ხელი გაარტყა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.

თვითმხილველი მგზავრები, დაზარალებული და ბრალდებული სახლის ნაცვლად პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდნენ.

კომენტარები