მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში უკრაინის დროშა დახატეს

ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში უკრაინის დროშა დახატეს

ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტებმა,  მეგობარი ქვეყნის უკრაინის მხარდაჭერად, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში უკრაინის დროშა დახატეს.

სამოქალაქო სექტორის თქმით, ახლა დუმილი დანაშაულია, “ოცნების” ხელისუფლება კი რუსეთის არგაღიზიანების გამო, უკრაინას სოლიდარობას არ უცხადებს.

ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინეს უკრაინას, რომელიც რუსეთისგან მორიგი თავდასხმისა და ომის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

25 იანვარს კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი დაფრინდა კიევის ბორისპოლის აეროპორტში. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან როგორც ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალებს, ასევე ფულს და კიევი ყოველ ჯერზე დიდ მადლიერებას გამოხატავს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინა ახალა სრულიად სხვა სიბრტყეზე გადავიდა და მიუახლოვდა ალიანსს. საქართველოში კი არ ცხრება დისკუსია ხელისუფლების პასიური, თავშეკავებული პოზიციისა და უკრაინის მეტი მხარდაჭერის საჭიროების გარშემო. საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას არ იზიარებს და გადადგმული ნაბიჯებით კმაყოფილია.

კომენტარები