მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება დნიპროს დასახმარებლად ერთიანდება

ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება დნიპროს დასახმარებლად ერთიანდება

ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად ერთიანდება.

დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალდა.

დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისის მერიას, როგორც დაძმობილებულ ქალაქს, დახმარების თხოვნით მიმართა, რის შემდეგადაც სამოქალაქო სექტორმა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გადაწყვიტა.

შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან. აქტივისტები საზოგადოებას მიაწვდიან ანგარიშის ნომერს, სადაც ჩარიცხული თანხები დნიპროს მოსახლეობას გაეგზავნება.

კომენტარები