მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ექიმებმა გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ექიმებმა გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს

ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა გულგაჩერებული მამაკაცი, ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა.

“ქუთაისში, სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ, სუნთქვა და პულსი არ აღენიშნებოდა. პაციენტის ოჯახის წევრების გადმოცემით, მამაკაცს ფიზიკური დატვირთვის შედეგად დაეწყო ტკივილი გულმკერდის არეში და ტკივილის ფონზე დაკარგა გონება.

პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადმოცემით, ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია, კარდიომონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. წარმატებით ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ განხორციელდა დეფიბრილაცია, აღდგა სუნთქვა და პულსი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გამო ვერ ხერხდებოდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და ამიტომ პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადაწყვეტილებით წარმატებით იქნა გამოყენებულ ძვალშიდა კათეტერი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და მამაკაცი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით შეყვანილ იქნა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პარამედიკოსი გიორგი გაბედავა, ექთანი თორნიკე ივანეიშვილი, მძღოლი ნიკოლოზ კვანტალიანი”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” სოციალურ ქსელში.

კომენტარები