მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში, საფინანსო დაწესებულებებთან კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობენ

ქუთაისში, საფინანსო დაწესებულებებთან კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობენ

ქუთაისში, საფინანსო დაწესებულებებთან კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები დააყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამძიმებულ კრიმინოგენულ ვითარებასთან ბრძოლა ამ ფორმით გადაწყვიტა.

სამართალდამცველები ბანკის შენობების მიმდებარედ როგორც დარაჯები, ისე არიან განთავსებული.

“ვიცავთ საზოგადოებრივი წესრიგს და იმიტომ ვართ აქ”, – ამბობს პოლიციელი “ინფო იმერეთთან” საუბრისას.

გახშირებული თავდასხმების ფონზე ბანკებთან პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღეა, მობილიზებულია.

კომენტარები