მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში, “საქართველოს ბანკიდან” სავარაუდოდ, ორი მძევალი გამოიყვანეს

ქუთაისში, “საქართველოს ბანკიდან” სავარაუდოდ, ორი მძევალი გამოიყვანეს

ქუთაისში, “საქართველოს ბანკიდან” სავარაუდოდ, ორი მძევალი გამოიყვანეს.

შენობიდან ორი ხანშიშესული ქალბატონი გამოიყვანეს, ისინი სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

“საქართველოს ბანკში” შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით საათნახევრის წინ შეიჭრა და სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 2 მილიონს ითხოვს.

ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

კომენტარები