ქუთაისში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი პირი პოლიციას მოთხოვნების შესასრულებლად 3 საათს აძლევს.
მამაკაცი 2 მილიონ დოლარს მოითხოვს.
ვიდეომიმართვა ბანკიდან გავრცელდა. ის თავდამსხმელმა სავარაუდოდ, ერთ-ერთ მძევალს სოციალური ქსელით გაავრცელებინა.
კადრებში სამხედროფორმიანი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს.
უცნობი პირი ბანკის ფილიალში დაახლოებით საათანხევრის წინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
ადგილზე რეგიონის სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
კომენტარები