მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა (Photo – Video)

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა (Photo – Video)

დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება ქუთაისშიც. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც გამოფენილია მძიმე ტექნიკა, ასევე მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

წარმოდგენილია ფოტო გამოფენები, სპორტული და კულტურული პროგრამები.

დღის განმავლობაში დაახლოებით 20 ღონისძიება ჩატარდა, რომლებიც გალა-კონცერტით დასრულდება.

26 მაისის ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სიმინისტროების ჩართულობით ეწყობა.

კომენტარები