მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში სისხლიან ბანერებს “მოდი რეფერენდუმზე” ჩამოაფარეს

ქუთაისში სისხლიან ბანერებს “მოდი რეფერენდუმზე” ჩამოაფარეს

ქუთაისში, სავარაუდოდ “ქართული ოცნების” დაკვეთით გაკრულ სისხლიან ბანერებს, რომელზეც პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები არიან გამოსახული, ოპოზიციამ თეთრი ნაჭერი წარწერით – “მოდი მემორანდუმზე” ჩამოაფარა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები, არის მემორანდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მათ ცხოვრება მოსმენების ფონზე, უკიდურეს სიღარიბეში სურს, თუ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდოდ, ხელისუფლების დაკვეთით დღეს სისხლიანი ბანერები გამოფინეს.

კომენტარები