მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში უკრაინას დღეს სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ

ქუთაისში უკრაინას დღეს სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, დღეს, 18:00 საათზე, უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური სოლიდარობის აქცია გაიმართება.

სამოქალაქო სექტორი, მედიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები და ზოგადად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქუჩაში გამოვლენ და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართული სოლიდარობის აქციების გამო, ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ქართველ ხალხს მადლობა გამოუცხადა.

კომენტარები