ქუთაისელების პროტესტი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს. ყოფილ საპარლამენტო ქალაქში მცხოვრებლები იოსებ ხახალეიშვილის იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც მან პარლამენტის ქუთაისში გადატანა ქვეყნისთვის წამგებიანად შეაფასა.
სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრებმა ყოფილ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
“მას არ აქვს შეფასებული და გააზრებული პარლამენტის მნიშვნელობა და მე ვფიქრობ, არც ამ ქალაქის როლი და მნიშვნელობა ზოგადად. ქუთაისის პარლამენტის ცარიელი შენობა ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, ჩვენი ქალაქიც ასეთივე უფუნქციოა და ფაქტობრივად ნახევრად დაცლილი და ამ ქალაქის მერი ამბობს იმას, რომ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს ამ ქალაქისთვის არაფერი მოუტანია”, – აღნიშნა აქციის მონაწილემ ქეთი დეისაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობა ერთადერთი არაა, რომელიც “ოცნების” ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ ქუთაისიდან გადაიტანა, მათ შორის მოხვდა – მთავრობის სახლი, სემეკი, აუდიტის სახლი.
კომენტარები