მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ქარისგან მოგლეჯილი ხე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

ქუთაისში ქარისგან მოგლეჯილი ხე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შედეგად შენობის სახურავი დაზიანდა.

ხის წაქცევის შედეგად ქუჩა ამ დრომდე ჩახერგილია.

მოსახლეობის თქმით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის დროს, ხეების ფესვები ჩაჭრეს, რის გამოც ხშირია შემთხვევები, რომ ხეები ქარის დროს იქცევა.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

ასევე მძიმე მდგომარეობაა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში, რეგიონში მოსახლეობის ნაწილი გაზის, წყლის და შუქის გარეშეა არიან დარჩენილი. ხეების წაქცევის შედეგად დაზიანებულია 10 ავტომობილი, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

კომენტარები