მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში ღამის საათებში ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობას”

“ქუთაისში ღამის საათებში ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობას”

ქუთაისში მცხოვრებლები ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქაოსურ მოძრაობასა და ღამის საათებში მათ დეფიციტზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტრანსპორტის მოძრაობა მოსახლეობის მოთხოვნაზე მორგებული არ არის.

განსაკუთრებულ პრობლემად კი ქუთაისის მოსახლეობა ტრანსპორტის ღამით მუშაობას ასახელებს და ამბობს, რომ 21:00 საათის შემდეგ ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს.

“ღამის საათებში ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობას. ფარმაცევტად ვმუშაობ, ღამით ვამთავრებ მუშაობას ტრანსპორტი აღარ არის, იძულებული ვარ ტაქსით წავიდე”,- აცხადებს ადგილობრივი.

კომენტარები