მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ქუთაისში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დავით ცერცვაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. არცერთი სახის შუამდგომლობა არ გვექნება დაყენებული და მოვითხოვთ მის დარბაზიდან გათავისუფლებას”, – ამბობს ადვოკატი გელა სიორდია.

მკვლელობა ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ახალგაზრდა ქალს თავის და ყელის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

კომენტარები