მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში “ჩემოდნების აქცია” გაიმართა

ქუთაისში “ჩემოდნების აქცია” გაიმართა

“ჩემოდნების აქცია” – ასე ჰქვია პერფორმანსს, რომელიც დღეს ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გაიმართა.

ოთხი წელი გავიდა, რაც ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვეს, რამაც ოდესღაც ქვეყნის მეორე ქალაქს, განვითარების პერსპექტივა დაუკარგა.

გაჩერებულ ქუთაისში მოქალაქეებს არაფერი რჩებათ იმის გარდა, რომ ბარგი ჩაალაგონ და ქალაქი დატოვონ – ასეთია პერფორმანსის აზრი.

სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრებმა დღეს “ქართულ ოცნებას” ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვაში კიდევ ერთხელ დასდეს ბრალი და ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების დეკონცეტრაცია მოითხოვეს.

კომენტარები