მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისში ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრის მანქანა დალეწეს”

“ქუთაისში ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრის მანქანა დალეწეს”

ქუთაისში გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” საარჩევნო სიის პირველი ნომრის ავტომანქანა დააზიანეს.

ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში პარტიის ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგუაძე ავრცელებს.

“ქუთაისში ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრის მანქანა დალეწეს დღეს, როგორც ხედავთ არაფერი წაუღიათ. ვინ არის ამ თავგასულობასა და დანაშაულზე პასუხისმგებელი? ვინ ახალისებს ამ მაფიოზური ტიპის ძალადობას? მმართველ აგონიაში მყოფ პარტიას ვაფრთხილებთ, რომ გააფრთხილონ თავიანთი მომხრეები და გონს მოეგონ!”, – წერს გიორგი გოგუაძე.

კომენტარები