მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში, თაბუკაშვილისა და ბათუმის ქუჩებზე ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა.

არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო.

სურსათის ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები, გამოცხადდა კარანტინი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება.

კომენტარები