მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მოედანი და საბავშვო ატრაქციონები ეკალ-ბარდებშია გახვეული

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მოედანი და საბავშვო ატრაქციონები ეკალ-ბარდებშია გახვეული

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მოწყობილი ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედანი, ასევე საბავშვო ატრაქციონები ეკალ-ბარდებშია გახვეული.

ქუთაისის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” წევრის თქმით, ადგილზე არსებული სარეველა ბალახების გამო, სივრცეების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია.

“სამწუხაროდ, დღეს ადგილზე სავალალო მდგომარეობაა. სტადიონი მთლიანად დაფარულია ეკალ-ბარდებით და მისი გამოყენება შეუძლებელია. მივმართავ შესაბამის სამსახურებს თხოვნით, დაუყოვნებლივ მოახდინონ ტერიტორიის გაწმენდა და მოწესრიგება. დროულად დავუბრუნოთ სივრცეს პირვანდელი სახე, რათა არ მოხდეს პროექტში ჩადებული თანხების, შრომისა და ენერგიის ფუჭად დაკარგვა.პროექტის ღირებულება 100 ათას ლარზე მეტს შეადგენდა”, – აცხადებს ელეონორა არჩაია.

კომენტარები