მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 20 ივნისს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ქუთაისში 20 ივნისს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ქუთაისში მშვიდობიან აქციას გამართავენ.

20 ივნისს, 15:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, განსხვავებული პროფესიის და პოლიტიკური განწყობის მქონე ადამიანები ერთმანეთს ხელს ჩაჭიდებენ და განაცხადებენ, რომ
გზა ევროპისკენ, საქართველოს არჩევანია.

“არ გინდათ, მოედანზე ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს ერთმანეთისგან განსხვავებულმა ხალხმა და ამით მტკიცე ერთიანობა დავანახოთ, პირველ რიგში გვერდში მდგომებს, ჩვენი ევროპული მომავლისთვის? 20 ივნისს, დღეს, როდესაც სახელმწიფო ძალადობრივად მოგვეპყრო – უნდა ვუთხრათ, რომ – არა ! ჩვენ ერთად ვართ! საღამოს თბილისში მასშტაბურ მარშზე შეერთებასაც შევძლებთ.

ხმის გაგონება ქუთაისიდან, სასიამოვნოა!”-აღნიშნულია ფეისბუქ მიმართვაში.

კომენტარები