მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, 27-ე სკოლის ყოფილ შენობაში საეპარქიო სკოლა გაიხსნება

ქუთაისში, 27-ე სკოლის ყოფილ შენობაში საეპარქიო სკოლა გაიხსნება

ქუთაისში, 27-ე სკოლის ყოფილი შენობაში საეპარქიო სკოლა გაიხსნება. ამ დროისთვის შენობის კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს.

შენობის ინტერიერი და კედლები დაზიანებულ მდგომარეობაშია, გაძარცვულია სველი წერტილები და გათბობის სისტემა, ჩატეხილია მინები.

ამჟამად ქუთაის-გაენათის ეპარქიის ჩარევით აღდგა დაზიანებული სახურავი, მოეწყო საწვიმარი ღარები და ძაბრები, გარემონტდა 6 სასკოლო ოთახი და დერეფნის ნაწილი, აღდგა ელექტროგაყვანილობა და მიმდინარეობს სველი წერტილებისა და გათბობის მონტაჟი.

კომენტარები