მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

29 აგვისტოს ქუთაისში პაატა გულიაშვილის საღამო ისევ გაიმართება

29 აგვისტოს ქუთაისში პაატა გულიაშვილის საღამო ისევ გაიმართება

ქუთაისში, 29 აგვისტოს, ავანგარდის განახლებულ სკვერში მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები მურმან ჯინორია და პაატა გულიაშვილი.

ინფორმაციას ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება ავრცელებს.

პაატა გულიაშვილი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული მსახიობია და ხშირად გამოდის აქციებზე, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციას ემსახურება.

ახლა მას რეგიონალური ტურნე აქვს და ხელისუფლების დაფინანსებით სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს მართავს.

ავანგარდის რეაბილიტირებულ სკვერში გულიაშვილის კონცერტი 22 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო.

კომენტარები