მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 48 წლის ქალი დედა გახდა

ქუთაისში 48 წლის ქალი დედა გახდა

ქუთაისში, როზეტა ვაშაკიძემ ნანატრი შვილი 48 წლის ასაკში, “კლინიკა ბომონდში“ გააჩინა.

ქალბატონის ორსულობას მთელი პერიოდის განმავლობაში კლინიკის მეან-გინეკოლოგი ნანა შარვაშიძე მართავდა.

“მართალია, ორსულობის პერიოდი პრობლემებით გამოირჩეოდა. დედას ჰქონდა ახალი კორონავირუსული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია და სხვადასხვა გართულება, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა და ქვეყანას პატარა კატო მოევლინა.
“ბომონდის” კლინიკების ქსელის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ ოჯახს ამ დიდ სიხარულს“, – ამბობს ნანა შარვაშიძე.

პატარა კატო ვერულაშვილი მშობლების 5 წლის ნანატრი შვილია.

კომენტარები